ვიქტორ დოლიძე - თანმიმდევრულად მივყვებით ნატო-სთან დაახლოების პოლიტიკას და წლევანდელი სამიტი ბრიუსელში, ასევე მომავალი წელი მადრიდში, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით
ვიქტორ დოლიძე - თანმიმდევრულად მივყვებით ნატო-სთან დაახლოების პოლიტიკას და წლევანდელი სამიტი ბრიუსელში, ასევე მომავალი წელი მადრიდში, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალი რიგაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი იყო. თქვენ იცით, რომ თანმიმდევრულად მივყვებით ნატო-სთან დაახლოების პოლიტიკას და წლევანდელი სამიტი ბრიუსელში, ისევე, როგორც მომავალი წელი მადრიდში, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ რიგის მინისტერიალს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„გადამწყვეტი იყო – პირველი, რადგანაც ვიყავით მოწვეული უკრაინელებთან ერთად; პარტნიორი ქვეყნები, რომლებმაც შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ამავე დროს, იყო კონფერენცია გამართული პარტნიორებთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან და უკრაინასთან მოხდა, რაც თავისთავად, ხაზს უსვამს ჩვენს მნიშვნელობას; ასპირანტი ქვეყნების შეფასების ანგარიში არის ე.წ. მოხსენება საქართველოსა და ასპირანტ ქვეყნებზე, რაც გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის გაძლიერებას, მომავალი წევრობის თვალსაზრისით; ამავე დროს, პრაქტიკული მექანიზმების გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტი თავსებადობისა და ნატო-სთან დაახლოების კუთხი, რაც, მერწმუნეთ, დეტალებზე შეიძლება, ვერ ვისაუბრე, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები რაც შეეხება „მეტი ნატო საქართველოში“ უკვე აპრობირებულ მიდგომას, ისევე, როგორც „მეტი საქართველოს ნატო-ში“. ყველა მოკავშირე ამაზე ერთხმად თანხმდება, აღარაფერს ვამბობს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე; ბუნებრივია, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ძალიან ცხელი თემაა და მათ შორის, ჩვენი დეოკუპაციის ფონზე. მადრიდის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მოწვევა ბევრი ქვეყნისგან, შემიძლია, გითხრათ, ბევრმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იქ ვიყოთ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად ვიქნებით გამომდინარე იქიდან, რომ მადრიდის სამიტი არის ძალიან ფართო ცნება, ეს არის სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება, ახალი სტრატეგიული კონცეფციის, რომელშიც ღია კარის პოლიტიკა იქნება აუცილებლად დაფიქსირებული; პირველ რიგში, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ამიტომ მე ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.