ლისაბონის „სპორტინგის“ შვედი ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში უახლოეს ხანში, შეიძლება, ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, მხარეებმა ერთმანეთში თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ დიოკერეშმა უარი თქვა შვებულებიდან „სპორტინგში“ დაბრუნებაზე კლუბის მხრიდან წინასწარი შეთანხმების დარღვევის გამო. კერძოდ, პორტუგალიის ჩემპიონი შვედს ზაფხულში სხვა გუნდში გაშვებას დაჰპირდა, მაგრამ პირობა ჯერაც არ შეუსრულებია.