ვიქტორ დიოკერეში - მე ლევანდოვსკის, ჰალანდისა და კეინის გვერდით ვდგავარ #1TVSPORT
ვიქტორ დიოკერეში - მე ლევანდოვსკის, ჰალანდისა და კეინის გვერდით ვდგავარ #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევს.

– რა ადგილს იკავებთ თქვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს შორის, როგორებიც არიან კეინი, ლევანდოვსკი და ჰალანდი?

– რა თქმა უნდა, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. რთულია, განსაზღვრო ჩემი ადგილი, მაგრამ დიახ, მე მათ გვერდით ვდგავარ. ისინი დიდი ფეხბურთელები არიან, დიდი ხანია, თამაშობენ უმაღლეს დონეზე და დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები უფრო მძლავრად, ვიდრე მე.

ჩემი ამოცანაა, ვაჩვენო, რომ მეც შემიძლია სეზონიდან სეზონამდე მაღალი დონის შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ნებისმიერ ადგილას ვაჩვენო ის, რაც „სპორტინგში“ გავაკეთე. თქვენ ჯერ არ გინახავთ დიოკერეშის საუკეთესო ვერსია“, – განაცხადა „სპორტინგის“ ფორვარდმა.