ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი „მილანში“ ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის გამო ჩაიშალა #1TVSPORT
ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი „მილანში“ ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობის გამო ჩაიშალა #1TVSPORT

ვიქტორ ბონიფეისი „მილანში“ აღარ გადავა, ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

„მილანი“ და „ლევერკუზენი“ ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი ჩავიდა იტალიაში და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა სწორედ ამ ეტაპზე წარმოიშვა პრობლემა. მილანელებმა მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო სერიოზული ეჭვები გამოთქვეს, რის გამოც გარიგება გაჩერდა.

როგორც ჩანს, ბონიფეისს მუხლი აწუხებს და სწორედ ეს გახდა „როსონერის“ უარის მიზეზი. ფეხბურთელი ისევ გერმანიაში დაბრუნდა.

„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა, სიმონ როლფესმა ფეხბურთელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„თუ ის აქ ბრუნდება, ცხადია, ტრანსფერი ჩაიშალა. ეს არ არის დიდი საიდუმლო. არ ვფიქრობ, რომ შეთანხმება მაინც შედგება“.

ბონიფეისი „მილანში“ იჯარით, გამოსყიდვის უფლებით უნდა გადასულიყო.