ვიოლა ფონ კრამონი - სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც ევროკავშირს არ სურს გაფართოება
ვიოლა ფონ კრამონი - სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც ევროკავშირს არ სურს გაფართოება

სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც ევროკავშირს არ სურს გაფართოება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველომ კონკრეტული კრიტერიუმები თუ დააკმაყოფილა, მაშინ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც ევროკავშირს არ სურს გაფართოება. ყველამ იცის, რომ ახალი გეოპოლიტიკური პროცესია საჭირო, მაგრამ საკუთრივ, თავად ევროკავშირში ინტეგრირებაც არ არის მარტივი, იქ არის ბალკანეთის სამი ქვეყანა და კიდევ სხვა ქვეყნები; ასე რომ, ვფიქრობ, ამის გათვალისწინება სასარგებლოა და საქართველომ თუ ეს კონკრეტული კრიტერიუმები დააკმაყოფილა, მაშინ მიიღებს კანდიდატის ამ სტატუსს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში.