ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოსთან უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოსთან უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს

საქართველოსთან უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს. ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოსა და უკრაინაზე გაამახვილა ყურადღება. კრამონი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის დიფერენციაცია საჭიროა, რადგან ზოგიერთი ქვეყანა რეფორმებისა და დასავლური ორიენტაციის საკითხებში უფრო წინ არის, ვიდრე სხვები.

„უკრაინიდან ახლად დაბრუნებულმა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ არსებული ასოცირების შეთანხმების შესრულებისგან. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა, იმუშავებენ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე უფრო ამბიციურად, ვიდრე ეს გასულ თვეს გააკეთეს. ვხედავ, რომ გარდა წევრობის პერსპექტივისა, რომელიც გულახდილად რომ ვთქვა, არც ისე რეალისტური ჩანს; ვიცი, რომ არ მოგეწონათ ესტონეთის პრეზიდენტის კომენტარი, მაგრამ იქნებ ამაზე საუბარი საჭირო იყო. მაგრამ მართალი ხართ, ჩვენ ისინი ბორტზე უნდა შევინარჩუნოთ და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად ჩვენ მათ კიდევ რამე უნდა შევთავაზოთ. უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია. მეორეს მხრივ, უკრაინასა და საქართველოში, მმართველ ელიტაში ვხედავ ინტერესის ნაკლებობას, როგორ დავძლიოთ ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

ვუყურებ რა ზელენსკის საგარეო პოლიტიკის პორტფოლიოს, ის ეყრდნობა თურქეთს დაახლოებით ისე, როგორც ევროინტეგრაციას. ის ცდილობს სავაჭრო ურთიერთობის გაფართოვებას ჩინეთთან ისეთი რაოდენობით, რა რაოდენობითაც სხვებთან. ცოტა არ იყოს, ეს უფრო კომპლექსური და უხერხული საკითხია, ვიდრე წინა მთავრობებთან იყო. როდესაც უკრაინასთან პარტნიორობაზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ. საქართველოსთან უფრო და უფრო რთული ხდება ბოლო კვირებში და თვეში. როგორ შეგვიძლია, ამას თავი ავარიდოთ? არ ვთლი, რომ ამას წინააღმდეგობა მათი თავიდან აცილებით უნდა გავუწიოთ, უნდა გამოვიყენოთ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით, ეს მათრახი რას ნიშნავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ზუსტად გაიგეს, რას ვგულისხმობთ ჩვენ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი