ვინუს უილიამსმა მწვრთნელთან, რომელიც მასთან 11 წელი მუშაობდა, ურთიერთობა გაწყვიტა

15:11, 12.12.2018

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ვინუს უილიამსმა ​​მწვრთნელთან თანამშრომლობა ​გაწყვიტა. დევიდ უიტი მასთან 11 წელი მუშაობდა.

ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ ​CNN-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომელმაც ეს ინფორმაცია მწვრთნელისგან გაიგო. უიტმა განაცხადა, რომ მას სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება ძალიან სურს.

მსგავსი