ვინს კარტერმა შესაძლოა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლო მატჩი გამართა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ „იუტა ჯაზის“ კალათბურთელ რუდი გობერს კორონავირუსის ახალი ინფექცია დაუდასტურდა. ამის გამო, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სეზონის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. სანამ გობერის ამბავი გაირკვეოდა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწრეს. „ატლანტა ჰოუქსმა“ საკუთარ არენაზე „ნიუ იორკ ნიქსი“ მიიღო და ანგარიშით 131:136 დაამარცხა.

„ატლანტას“ ვეტერანი ვინს კარტერი მოედანზე 12,39 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულა მიითვალა. ვინსი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა მის კარიერაში ბოლო გამომდგარიყო. მატჩის შემდგომ ინტერვიუში ვინსი საკმაოდ ემოციური იყო.

შეგახსნებთ, რომ ვინს კარტერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეკორდული – 22 სეზონი აქვს გამართული.