ვინს კარტერის კიდევ ერთი მიღწევა
ვინს კარტერის კიდევ ერთი მიღწევა

„ატლანტა ჰოუქსის“ 42 წლის ვეტერანი კალათბურთელი ვინს კარტერი ნაციონალური საკალათბურო ასოციაციის ისტორიაში მე-5 მოთამაშეა, რომელმაც ლიგაში 1500 მატჩის ჩატარება შეძლო.

ცნობილი ვეტერანმა ეს შედეგი „მაიამი ჰიტთან“ დღეს ოვერტაიმში წაგებულ მატჩში დააფიქსირა. „ჰოუქსმა“ დასანანი მარცხი განიცადა (135-121), ვინსმა კი 12 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. ახლა მას ჩატარებული მატჩების მხრივ მხოლოდ რობერტ პერიში (1611), ქარიმ აბდულ ჯაბარი (1560), დირკ ნოვიცკი (1522) და ჯონ სტოქტონი (1504) უსწრებენ.