ვინს კარტერი სარეკორდო 22-ე სეზონისთვის ბრუნდება

17:09, 06.08.2019

ვინს კარტერი იანვარში 43 წლის გახდება, თუმცა მიუხედავად ასაკისა, „ვინსენითიმ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სარეკორდო 22-ე სეზონს გამართავს.

„იესპიენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ვინსმა თავის ამჟამინდელ გუნდთან „ატლანტა ჰოუქსთან“ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ კარტერი 2020 წლის იანვრის შემდეგ ერთ მატჩს მაინც გამართავს ლიგაში, ის რეკორდს დაამყარებს.


აქამდე 22 სეზონი პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში არავის ჩაუტარებია.

მსგავსი