ვინისიუსმა გაამხილა, სად სურს კარიერის გაგრძელება #1TVSPORT
MADRID, SPAIN – OCTOBER 26: Vinicius Junior of Real Madrid looks on during the LaLiga match between Real Madrid CF and FC Barcelona at Estadio Santiago Bernabeu on October 26, 2024 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)
მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ვინისიუსმა თავისი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ბრაზილიელმა განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე გააგრძელოს კონტრაქტი „რეალთან“, რადგან ბედნიერია მადრიდულ კლუბში.
„მშვიდად ვარ, რადგან კონტრაქტი მაქვს 2027 წლამდე და ვიმედოვნებ, რომ მალე გავაგრძელებ მას. აქ ბედნიერი ვარ, საუკეთესო მწვრთნელთან და საუკეთესო გულშემატკივრებთან. ყველას ვუყვარვარ და სხვაგან უკეთ ვერ ვიქნები.
მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავაგრძელო ისტორია, და ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მომცეს პრეზიდენტმა და კლუბმა. მივაღწიე იმას, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და მინდა აქ დავრჩე“, – მოჰყავს ვინისიუსის სიტყვები გაზეთ Marca-ს.