Sky Sport – ვინისიუსმა და „რეალმა“ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს, ბრაზილიელი მბაპეზე ნაკლებს მიიღებს #1TVSPORT

22:07, 23.04.2026

მადრიდის „რეალის“ გარემარბმა, ვინისიუსმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია კლუბთან ახალ მრავალწლიან კონტრაქტზე. მხარეებს რჩებათ ფინანსური დეტალების მოგვარება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.

წყაროს ცნობით, ვინისიუსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კილიან მბაპე „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დაჩება.

ადრე წერდნენ, რომ, მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ვინისიუსი წელიწადში 25 მილიონს გამოიმუშავებს, მბაპეს ხელფასი კი 32 მილიონს უტოლდება. ბრაზილიელის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება.

მსგავსი