ვინისიუსი ლა ლიგის 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ვინისიუსი ლა ლიგის 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი ლა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, მან 10-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.

„რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა „ბარსელონას“ დაუთმო.