მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში „ვალენსიის“ მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის მან უკნიდან თავში დაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
ვინისიუსი ესპანეთის სუპერთასის მატჩებში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს. „რეალი“ ხვალ, 9 იანვარს სუპერთასის ნახევარფინალში „მალიორკას“ დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში „ბარსელონასა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის უძლიერესს შეხვდება.
რაც შეეხება ლა ლიგას, ბრაზილიელი გუნდს „ლას პალმასთან“ და „ვალიადოლიდთან“ შეხვედრებში დააკლდება. ის მოედანზე დაბრუნებას 2 თებერვალს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შეძლებს.
2024/25 წლის სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.