ვინისიუსი - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ანჩელოტის დახმარებით მოვხვდი #1TVSPORT
ვინისიუსი - ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ანჩელოტის დახმარებით მოვხვდი #1TVSPORT

ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მის წარმატებაში „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის წვლილზე ისაუბრა. მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის 22 წლის გარემარბმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გაიტანა გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ანჩელოტიმ ბევრი რჩევა მომცა, რაც ძალიან დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი პირველი გუნდის მოთამაშე. მან დიდი ნდობა გამომიცხადა. თუმცა, როცა საჭირო იყო, ყოველთვის მკაცრი იყო ჩემთან. ის ჩემთვის მამასავითაა. კარლო ანჩელოტი კარგია არა მხოლოდ ტაქტიკის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, თუ როგორ ექცევა თავის ფეხბურთელებს. სერიოზული პროგრესი მაქვს და ამაში ანჩელოტი დამეხმარა. ის და ტიტე (ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ხშირად ურთიერთობენ“, – ციტირებს ვინისიუსს Goal.

9 დეკემბერს ბრაზილიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.