ვინისიუსი არ იქნება ბრაზილიის ნაკრებში სექტემბრის შესარჩევ მატჩებში #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი გამოტოვებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩებს ბრაზილიის ნაკრებში. ამის შესახებ გაზეთმა Globo-მ დაწერა.
ბრაზილია 5 სექტემბერს ითამაშებს ჩილეს წინააღმდეგ, 10 სექტემბერს კი ბოლივიას შეხვდება.
წყაროს ცნობით, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა დასვენების საშუალება მისცეს ფეხბურთელს. ჩილესთან მატჩს ვინისიუსი ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებდა – ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო.
ბრაზილიის ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.