ვინისიუსი აღიარებს, რომ სეზონი ცუდად დაიწყო და ამას მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბს ვინისიუსს ესმის, რომ 2026-27 წლების სეზონი ცუდად დაიწყო.
26 წლის ბრაზილიელმა „რეალში“ ჩატარებულ რვა მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ეს მისთვის ყველაზე ცუდი სტარტია კორონავირუსის პანდემიის დროიდან მოყოლებული.
გამოცემა AS-ის ცნობით, ვინისიუსი აღიარებს, რომ ამჟამად ის არც ისე კარგად თამაშობს და შორს არის თავისი საუკეთესო ფორმისგან. მას უნდა ძველ დონეს დაუბრუნდეს, „რეალი“ კი მხარს უჭერს ბრაზილიელს. პირველ რიგში, ეს ეხება მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, რომელსაც ვინისიუსი თავისი პროექტის საკვანძო ფიგურად მიაჩნია და განზრახული აქვს, დიდხანს შეუნარჩუნოს მას ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მასზე გააკეთოს აქცენტი. მწვრთნელის ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ იპოვოს ვინისიუსისთვის ძველი ფორმის დაბრუნების გზები.
ფეხბურთელი აღიარებს, რომ ცუდი თამაში და არაეფექტურობა მხოლოდ მისი ბრალია და საქმე ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ მენტალურ მდგომარეობას, განწყობასა და ემოციებს.