ვინისიუშის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - ბრაზილიელს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება
ვინისიუშის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - ბრაზილიელს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება

რეალ მადრიდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვინისიუშმა მყესები გაიწყვიტა, თუმცა რამდენი ხანი გაუცდება ბრაზილიელ ლეგიონერს, ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. მიუხედავად ამისა, ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუში ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის 35-ე წუთზე დაშავდა და იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო. ამავე მატჩში მადრიდელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლუკას ვასკესი გახდა შესაცვლელი ტრავმის გამო.

საბოლოოდ, რეალმა მატჩი 1-4 დათმო და ყველაზე პოპულარულ ევროპულ ტურნირს გამოეთიშა.