ვინისიუში - გაბრიელ ჟეზუსმა გოლი წესების დარღვევით გაიტანა
ვინისიუში - გაბრიელ ჟეზუსმა გოლი წესების დარღვევით გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ წაგების შემდეგ (1:2), „რეალ მადრიდის“ შემტევმა ვინისიუშმა კომენტარი გააკეთა და ცუდ მსაჯობას გაუსვა ხაზი.

„გაბრიელ ჟეზუსმა წესები დაარღვია, სანამ გოლს გაიტანდა. ეს აშკარა იყო. მსაჯები ჩვენს მიმართ სულ ასე არიან განწყობილნი. მაგალითად, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩში სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათი პირველივე დარღვევაზე მიიღო. ეს არ არის ნორმალური. თუმცა, ეს წაგება ჩვენზე არ იმოქმედებს და „ელ კლასიკოსთვის“ მზად ვიქნებით“, – უთხრა ვინისიუშმა ესპანურ გამოცემა „მარკას“.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მარკას“ საკუთარი აზრი წარსულში ცნობილმა ესპანელმა მსაჯმა, ანდუხარ ოლივერმაც გაუზიარა. მისი აზრით, იტალიელმა მსაჯმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. ოლივერი თვლის, რომ გაბრიელ ჟეზუსი წესებს არ არღვევდა, სერხიო რამოსი კი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მართლაც გასაძევებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი „სიტისა“ და „რეალს“ შორის 17 მარტს მანჩესტერში გაიმართება, ხოლო ესპანური „ელ კლასიკო“ 1 მარტს მადრიდში შედგება.