ვინისიუში ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს
ვინისიუში ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს

რეალ მადრიდის ფორვარდმა ვინისიუშ ჟუნიორმა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველი მიწვევა მიიღო. სელესაოს მთავარი მწვრთნელი ადენორ ლეონარდო ბაკი, რომელიც უფრო ცნობილია სახელით ტიტე, ახალგაზრდა თავდამსხმელს შანსს პანამისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მისცემს.

ეს თამაშები 23 და 26 მარტს გაიმართება.

„ის ძალიან მომთხოვნი კლუბის ფეხბურთელია. მე მინდა მას კიდევ უფრო დიდი სტიმული მივცე, რათა ყვითელი მაისურის სიმძიმე იგრძნოს და ამ დიდი გუნდის ნაწილი გახდეს“, – განაცხადა ტიტემ.

შეგახსენებთ, რომ დიდი შანსია, წლევანდელ კოპა ამერიკაზე, პენტაკამპეონების ლიდერმა ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშოს, რაც ვინისიუშს ამ დიდ ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში დამკვირდების შესაძლებლობას აძლევს.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული სანაკრებო ტურნირი წელს ბრაზილიაში ჩატარდება.

ვინისიუშს ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში ჩატარებულ 33 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.