ვინისიუს ჟუნიორის მოულოდნელი სიხარული - „გარეჯი 1960“-ის ნაცვლად ბელგიურ „გენტში“
ვინისიუს ჟუნიორის მოულოდნელი სიხარული - „გარეჯი 1960“-ის ნაცვლად ბელგიურ „გენტში“

ვინისიუს ჟუნიორი კარიერას ბელგიურ „გენტში“ გააგრძელებს – ბათუმის „დინამოს“ 18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველზე ინფორმაციას ჯერ კლუბი არ ადასტურებს, მაგრამ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტრანსფერის საკითხი გადაწყვეტილია.

ვინისიუს ჟუნიორი ბელგიურ „გენტში“ გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს შეუერთდება. 18 წლის შემტევი ბათუმის „დინამომ“ წელს დაიმატა. პანდემიის შემდეგ საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ის ოფიციალური ვებგვერდი იუწყებოდა, რომ გუნდმა პირველი საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელა და ჟუნიორ ვინიციუსი საგარეჯოელებისთვის შეუტევდა.

ინფორმაციის მიხედვით, „გარეჯი“ და ბათუმის „დინამო“ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ. ბრაზილიელი „დინამომ“ 2020 წლის სეზონის დაწყებამდე დაიმატა და ფეხბურთელთან 2+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„გარეჯი 1960“-ის ცნობაში ისიც ეწერა, რომ კლუბმა ბრაზილიელის ტრანსფერი გამოისყიდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საბოლოოდ, ეს არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „გენტმა ბელგიის ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ქვეყნის ვიცეჩემპიონად გამოცხადდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.