ვინისიუს ჟუნიორი – ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდსა და ქომაგებს #1TVSPORT
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალისა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირების (1:0) შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში თავისი გაძევების ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
72-ე წუთზე მოედნიდან გაძევებულმა ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სიხარული გრძელდება… ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდსა და ქომაგებს“.
ვინისიუსის გაძევება შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტი იყო. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ვინისიუსმა ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა და ანგარიში თითქოს 2:0 უნდა გამხდარიყო, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. მიზეზი ის იყო, რომ მანამდე ბრაზილიელმა „ვილიარეალის“ მცველ სალიბას თმაზე მოქაჩა. მსაჯმა ეს უხეშობად მიიჩნია და ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ვინისიუსმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და გასახდელისკენ მიმავალმა უკმაყოფილება გამოხატა.