ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ბოლო ღონისძიებაზე
ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ბოლო ღონისძიებაზე

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) რჩება ორგანიზაციად, რომელიც ყველაზე აქტიურად მართავს ღონისძიებებს პანდემიის პირობებში.

საინტერესოა, რომ მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, ორგანიზაცია საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის ბონუსს არ გამოყოფს. სამაგიეროდ 50 000 აშშ დოლარი (საღამოს საუკეთესო პერფორმანსი) ერგოთ ბრაიან კელეჰერს, ანდრე მუნიზს, მიშელ პერეირასა და ოვინს სენ პროს.

სენ პრომ ეფექტური ნოკაუტით ალონზო მენიფილდი დაამარცხა. კელეჰერმა, მუნიზმა და პერეირამ კი შთამბეჭდავი მტკივნეული ილეთის გაკეთებისთვის მიიღეს ბონუსები.