ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე

15:10, 29.11.2020

ლას ვეგასში UFC-ის ბოლო ქარდზე ბონუსები 4-მა მებრძოლმა გამოიმუშავა. საუკეთესო პერფორმანსისთვის 50 000 დოლარი მიიღო ენტონი სმიტმა, რომელმაც დევინ კლარკი პირველ რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

ლომგულთან“ ერთად ბონუსები მიგელ ბაეზამ, ნეიტ მანესმა და სუ მუდაერჯიმ მიიღეს. მიგელ ბაეზამ ტაკაში სატო მტკივნეული ილეთით დაამარცხა, ნეიტ მანესმა მომგუდავი ილეთით სძლია ლიუკ სანდერსს, ხოლო სუ მუდაერჯიმ ნოკაუტით მოუგო მალკოლმ გორდონს.

მსგავსი