ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი 2022 წელს - ფიფა-მ საფინალო სამეული შეარჩია #1TVSPORT
ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი 2022 წელს - ფიფა-მ საფინალო სამეული შეარჩია #1TVSPORT

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ფიფა-მ ფინალური ეტაპისთვის სამი მოთამაშე დატოვა.

The Best-ის წოდების პრეტენდენტები არიან – ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ქარიმ ბენზემა („რეალი“, საფრანგეთი)

გამარჯვებულს 27 თებერვალს პარიზში გასამართ ცერემონიაზე დაასახელებენ.

The Best FIFA Football Awards 2016 წლიდან გაიცემა და ჯილდო ფიფა-მ დააწესა.

გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად 2021/22 წლების სეზონში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.