ვინ გამოიმუშავა ბონუსი აბსოლუტური საბრძლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე
ვინ გამოიმუშავა ბონუსი აბსოლუტური საბრძლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე

აბუ დაბიში გამართულ UFC 253-ზე ბონუს თანხა სულ ორმა მებრძოლმა გამოიმუშავა. დამატებითი $50 000 დოლარი ორ ჩემპიონ, ისრაელ ადესანიასა და იან ბლაჰოვიჩს ერგოთ. მათი გამოსვლები საღამოს საუკეთესო პერფორმანსად აღიარეს.

ქარდის საუკეთესო ბრძოლად კი ბრენდონ როივალისა და კაი კარა ფრანსის დაპირისპირება შეფასდა. ორივე მებრძოლმა $50 000 დოლარი მიიღო. როივალმა აღნიშნული ბრძოლა მტკივნეული ილეთით მოიგო.