„ვილიარეალმა“ თავის დასაზღვევად გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი მონახა #1TVSPORT

15:02, 19.08.2026

ესპანურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის შემცვლელად ამინ გუირის მოიაზრებენ.

ლა ლიგის კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ქართველი თავდამსხმელის შესაძლო წასვლისთვის თადარიგს იჭერს.

ალჟირელი ფეხბურთელი „ლიონის“ აკადემიაში მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო – თავის დროზე ქართველი სწორედ მის გამო დაიწუნეს და აკადემიიდან გაუშვეს. ბოლოს გუირი „მარსელში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საბოლოოდ, ყველაფერს მიქაუტაძის ტრანსფერი განსაზღვრავს, თუმცა „ვილიარეალის“ მენეჯმენტს სურს, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად იყოს.

გიორგი მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო 10 დღეში 60-დან 75 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამით ესპანური კლუბი თავს იზღვევს იმ შემთხვევისთვის, თუ პრემიერლიგის წარმომადგენელი „ტოტენჰემი“ ტრანსფერის განხორციელებას მოისურვებს.

მსგავსი