ვილიანმა „ტოტენჰემში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა
ვილიანმა „ტოტენჰემში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

„ჩელსის“ შემტევმა ვილიანმა, შესაძლოა, კარიერა ლონდონის სხვა კლუბში – „ტოტენჰემში“ გააგრძელოს. ჟურნალისტ რიჩარდ კიზის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა.

„ვილიანი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ელაპარაკა მოურინიოს. ის უკვე გზად „ტოტენჰემისკენაა,“ – მოჰყავს კიზის სიტყვები „დეილი ექსპრესს“.

ვილიანის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მხარეებმა ვერ შეძლეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმება.