ვილიანმა „ჩელსისთან“ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა
ვილიანმა „ჩელსისთან“ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა

„ჩელსის“ თავდამსხმელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, – იუწყება UOL Esporte.

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა ვილიანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა.

ვილიანის ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვილიანით „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ არიან დაინტერესებულები.

დატოვე კომენტარი