ვილიანი „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე დარჩება
ვილიანი „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე დარჩება

ბრაზილიელი ფორვარდი ვილიანი ლონდონის „ჩელსიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ამ ინფორმაციას „გოლი“ ავრცელებს. წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილიანით „რეალ მადრიდი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონელებმა 30 მატჩში 51 ქულა დააგროვეს და ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი