ვილიანი „ჩელსის“ ემშვიდობება
ვილიანი „ჩელსის“ ემშვიდობება

„ჩელსის“ უკვე ყოფილმა მოთამაშემ, ვილიანმა ისნტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოსამშვიდობებელი ტექსტი გამოაქვეყნა.

„ეს მშვენიერი 7 წელი იყო, – წერს ვილიანი. – დარწმუნებული ვარ, რომ 2013 „ჩელსიში“ გადასვლა ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მე ბევრი რამ შევიტყვე საკუთარი თავის შესახებ, განვვითარდი, გავხდი უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი.

მადლიერი ვარ „ჩელსის“ გულშემატკივრების, რომლებმაც ასე თბილად მიმიღეს და კლუბში ყოფნის მთელი პერიოდი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

ძალიან მომენატრებიან ჩემი თანაგუნდელები და კლუბის მთელი პერსონალი, რომლებიც ყოველთვის ისე მექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილს, მომენატრებიან ჩვენი ფანები. ამაყი და თავაწეული მივდივარ, რადგან, როცა „ჩელსის“ მაისური მეცვა, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.

მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო, ღმერთი გფარავდეთ!“, – წერს ვილიანი.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ჩელსიში“ 339 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და 61 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.