ვილიანი „არსენალში“ გადასასვლელად ემზადება
ვილიანი „არსენალში“ გადასასვლელად ემზადება

რამდენიმე დღის წინ, ვილიანმა „ჩელსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალ კლუბს ეძებს.

ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა ამტკიცებს, რომ „ჩელსის“ ყოფილმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა კონტრაქტის დეტალები „არსენალთან“ უკვე შეათანხმა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 32 წლის ვილიანი ლონდონურ გრანდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს.

ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება, გათვალისწინებულია ბონუსებიც.

2019/20 წლების სეზონში ვილიანმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლო სკირას მსგავსად, ვილიანის „არსენალში“ გადასვლას არაერთი სპორტული გამოცემა აანონსებს.

დატოვე კომენტარი