ვილი ვებერი - მიხაელ შუმახერზე სიახლეს აპრილში გავიგებთ
ვილი ვებერი - მიხაელ შუმახერზე სიახლეს აპრილში გავიგებთ

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა გერმანელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითხვას უპასუხა.
ვებერს იმედი აქვს, რომ აპრილში ცნობილი გახდება ზოგიერთი დეტალი შუმახერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ მაქვს მიხაელის მეუღლისგან. აპრილში, კიოლნში გაიხსნება შუმახერის ავტომობილების გამოფენა და შესაძლოა, მაშინ გავიგოთ უფრო მეტი. თუ შუმახერი თავს უკეთ იგრძნობს – კორინა ამას არ გამოგვაპარებს“, – განაცხადა ვებერმა.

შუმახერი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავის ქვას დაარტყა.