ვილი სანიოლმა ნედელევს მხარდაჭერა გამოუცხადა - ჩაკვეტაძის დამოკიდებულებამ სასიამოვნოდ გამაოცა #1TVSPORT
ვილი სანიოლმა ნედელევს მხარდაჭერა გამოუცხადა - ჩაკვეტაძის დამოკიდებულებამ სასიამოვნოდ გამაოცა #1TVSPORT

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან ერთა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ეროვნული გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

დასაწყისში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოლიდარობა და თანადგომა გამოხატა ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველის, ტოდორ ნედელევის მიმართ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში დაშავდა და თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთეს.

„უპირველესად, ჩვენი გუნდის სახელით ტოდორ ნედელევს ვუსურვებ სწრაფ გამონჯანმრთელებას – ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო და ვაცნობირებთ, რომ მსგავსი რამ ნენისმიერს შეიძლება მოგვივიდეს.

რაც შეეხება მატჩს და ხომ არ ჩავავრდებით ეიფორიაში, ანუ ზემოდან ხომ არ შევხედავთ მეტოქეებს? იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ამის ფონზე ახალი წარმატება სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და მჯერა, გამოძახებული 29-ვე მოთამაშე მომავალშიც ასე გააგრძელებს.

წიტაიშვილს ვათამაშებ თუ არა შეტევაში? ის კარგად ჩაჯდა იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. ასევე კარგად თამაშობენ აზაროვი და გიორბელიძე. მოკლედ, გვყავს მოთამაშეები ამ პოზიციაზე და ეს მახარებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა და ყველამ უნდა მოინდომოს, რომ შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს. მაგალითად, კიტეიშვილმა ბოლო წუთები ითამაშა, მაგრამ სასარგებლო იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხტი შევინარჩუნოთ.

სამი შესანიშნავი მეკარე გვყავს – მამარდაშვილი უმაღლეს დონეზე თამაშობს და მისი დაყენება არანაირი რისკი არ იყო. რაც შეეხება აზაროვს, ცოტა დაიღალა ბულგარეთთან და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისევ წიტაიშვილის დაყენება.

მიქელთაძეს რაც შეეხება, ჩემი გადასაწყვეტია, ვინ ითამაშებს და ვინ არა. ქვილითაიამ მანამდე ტრავმა მიიღო და ბექა მის ნაცვლად მოვიწვიე. ახლა გუნდში ვინც არის, ყველა ეს მოთამაშე გუნდის წევრია და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეეგუონ ნაკრებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე ძალიან კარგად თამაშობენ, ხოლო მიქელთაძეს შანსი მიეცემა – ახლა თუ უახლოეს მომავალში, ამას ვნახავთ. ჩაკვეტაძეს ბევრი არ უთამაშია ბოლო დროს „ჰამბურგში“ და შესაბამისად, კონდიციებში არ იყო, მაგრამ ახლა ჩვენთან არის და იმედი მაქვს, რომ ის კონდიციებს აღიდგენს. თუმცა სასიამოვნოდ გამიკვირდა მისი მონდომება და ის პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც ბოლო ორ მატჩში უთამაშებლობის მიუხედავად გამოავლინა.

საერთოდ, ჩენი მიზანი ძალების დროული გადანაწილება იყო. ეს მოთამაშეებმა იციან, რომ მწვრთნელმა უნდა მიიღოს დაყენება-არდაყენებაზე გადაწყვეტილება. მთავარია, ეს სამართლიანად მოხდეს“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს და ივნისის სანაკრებო მატჩების ურთულეს სერიას დაასრულებს. საქართველო-ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრას 20:00 საათზე საქართელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.