ვილი სანიოლი - საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მსგავსად ძლიერია, გრიზმანი კი ზიდანს ემსგავსება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მსგავსად ძლიერია, გრიზმანი კი ზიდანს ემსგავსება #1TVSPORT

ვილი სანიოლიმ ევრო 2020-ზე გერმანიის ნაკრებთან საფრანგეთის მოგებული მატჩი (1:0) პოპულარულ ფრანგულ გამოცემა „ეკიპთან“ შეაფასა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დიდიე დეშამის გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ „სამფეროვნებზე“ არანაკლებ ძლიერი ნაკრებია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მატჩის დასაწყისში დომინირებდა და ეს უპირატესობა შემდეგ შედეგში ასახა. დაცვამ და განსაკუთრებით ნახევარმცველების სამეულმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. მათ თავგანწირვა და დიდი ტაქტიკური დისციპლინა გამოავლინეს. გერმანიასთან მატჩში საფრანგეთის ისევ ისეთი მძლავრი გუნდი დავინახე, როგორც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე – დაცვაში ძალიან საიმედოა, ხოლო კონტრშეტევებში – უაღრესად საშიში“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, „ბარსელონას“ შემტევი ანტუან გრიზმანი გერმანიასთან მატჩის დროს საფრანგეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშე იყო.

„ის მოედნის ცენტრში თამაშს აკონტროლებს და ხელში მატჩის „გასაღები“ აქვს. ის ამ გუნდში ნომერ პირველია, ისაა დასაწყისიც და დასასრულიც და გუნდისთვის ძალიან ღირებულია მოთამაშე გახდა. ნაკრების თამაშზე გრიზმანის გავლენა აშკარად იგრძნობა. მას სურს საუკეთესო შედეგების მიღწევა თანაგუნდელებთან ერთად, ეხმარება დაცვას და ასხივებს განცდას, რომ რაღაც დიდის მიღწევა სურს“, – ამბობს სანიოლი.