ვილი სანიოლი - საბერძნეთთან დაახლოებით ისეთივე მატჩს ველი, როგორიც სალონიკში იყო #1TVSPORT
ვილი სანიოლი - საბერძნეთთან დაახლოებით ისეთივე მატჩს ველი, როგორიც სალონიკში იყო #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბათუმის ახალ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა.

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 4 ოქტომბრიდან ემზადება.

„პირველ რიგში, დღეს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო მინდა ყველა ქართველს მივუსამძიმრო. რაც შეეხება მეტოქეს, საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, ევროპის ჩემპიონები გახდნენ და ახლაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.

ჩვენ მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდთან წარმატების მიღწევა შეიძლება. მაშინ საბერძნეთში გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვფიქრობ, ახლაც დააახლოებით ისეთივე მატჩი გვექნება, როგორიც სალონიკში გვქონდა.

ბოლო დღეებში გუნდი ბევრად უფრო კარგ კონდიციებში არის, ვიდრე სექტემბერში და თუ ჩვენ ისეთივე მონდომებით ვითამაშებთ, როგორითაც ბოლო დღეებში ბიჭები ვარჯიშობდნენ, მაშინ გამარჯვებას მოვახერხებთ.

ჯაბა კანკავას ხვალ მეასე მატჩი ელის. ეს ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის. იმედია, ხვალინდელი მატჩი მისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის დაუვიწყარი იქნება.

ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ერთად თამაშზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჯერ შემადგენლობა არ შემირჩევია. მთავარია, ბალანსი დავიცვათ და იმედია, ამას მოვახერხებთ. მწვრთნელის როლი კი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა“.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი