ვილი სანიოლი - მეორე ტაიმში „საწვავი“ აღარ გვეყო #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მეორე ტაიმში „საწვავი“ აღარ გვეყო #1TVSPORT

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ბულგარეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩი და ივნისში ჩატარებული შეხვედრები შეაფასა.

„ივნისის ოთხი მატჩის შემდეგ 10 ქულას რომ მოვიპოვებდით, ალბათ, ამას ორი თვის წინ არავინ მოელოდა. გასაგებია, რომ დღეს ბულგარეთთან იმედგაცრუებული დავრჩით, მაგრამ ეს კარგია. ეს განცდა გუნდს შემოდგომაზე გაყვება და იმედი მაქვს, რომ წაადგება.

უნდა ვნახოთ, ბოლო 9 მატჩში რას მივაღწიეთ – 7 მატჩი მოვიგეთ და ამდენივე შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ფეხბურთელებმა კარგად შეასრულეს დავალებები და დღეს თავში მხოლოდ დადებითი აზრები მიტრიალებს.

90 წუთში ბულგარეთს საგოლე შანსი არ შეუქმნია და მათ მაღალ დონეზე არ უთამაშიათ. რაც შეეხება როტაციას, ივნისში ჩატარებული რთული გრაფიკის გამო ეს აუცილებელიც იყო.

რატომ არ შევცვალე ლობჟანიძე? მან კარგი მომენტები შექმნა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოედანზე კაკაბაძე არ შემეშვა, რომელიც წინა სამ შეხვედრაში გადაიღალა.

მეორე ტაიმში „საწვავი“ აღარ გვეყო, ამის მიუხედავად მომენტები შევქმენით. დასაწყისში კვარაცხელიაზე პენალტი არ დაგვინიშნეს, მაგრამ მიხარია, ფრეთი უკმაყოფილოები რომ ვართ.

მთლიანობაში 4 ტურში 10 ქულით კმაყოფილი ვარ. დღეს კი ასეთი მჭიდრო გრაფიკის გამო ფიზმომზადებამ დაგვაღალატა.“

დატოვე კომენტარი