ვილი სანიოლი - ხოჭოლავა კლუბში ათამაშეს, იმის მიუხედავად, რომ მუხლი აწუხებდა #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ხოჭოლავა კლუბში ათამაშეს, იმის მიუხედავად, რომ მუხლი აწუხებდა #1TVSPORT

ვილი სანიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ხოჭოლავას ეროვნულ გუნდში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო მისი გვარი განაცხადიდან ამოიღეს, თუმცა მან დანიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

„ხოჭოლავას რაც შეეხება, საკმაოდ უჩვეულო ვითარებაა. მას მუხლი აწუხებს, რაც დიდი ხანია ვიცოდით. თუმცა, ის კლუბმა მაინც ათამაშა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკაში უნდა დაეწვინათ. 6-7 კვირა გაუცდება, ეს იყო მისი არგამოძახების მიზეზი, თორემ ნაკრებში ყოველთვის სიამოვნებით თამაშობს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.