„ვილერბანმა“ სახლში „ცე ეს კაც“ დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-7 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა. „ოლიმპიაკოსის“, „პანათინაიკოსისა“ და „ბასკონიას“ დამარცხების შემდეგ, ფრანგულმა „ვილერბანმა” საკუთარ არენაზე ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მოსკოვის „ცე ეს კასაც” სძლია.

შეხვედრა ლიონში დაძაბულად წარიმართა. გამარჯვების მოპოვება ფრანგებმა ბოლო წამებზე მოახერხეს (67-66) და კიდევ ერთი სენსაცია მოახდინეს. მასპინძელთა შორის 15 ქულით საუკეთესო ლომასზი გამოდგა. ტეილორმა კი მატჩი 14 ქულით დაასრულა. „ცე ეს კას“ შორის 14 ქულით საუკეთესო ჯეიმსი გახლდათ.

ფენერბახჩე – ბაიერნი 90-82

ჟალგირისი – ბარსელონა 86-93

პანათინაიკოსი – ვალენსია 91-80