ვიინალდუმმა შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს
ვიინალდუმმა შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს

„ლივერპულმა” ზაფხულში, შესაძლოა, ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჯორჯინიო ვიინალდუმი დაკარგოს.

The Athletic-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ჯერ ვერ მოელაპარაკა ინგლისურ კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც წელიწადნახევრის შემდეგ გასდის ვადა.

„ლივერპულს“ არ სურს თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას, იურგენ კლოპის გუნდი შეეცდება, უახლოეს ზაფხულში ვიინალდუმი მაქსიმალურად სარფიანად გაყიდოს. აღნიშნავენ, რომ ნახევარმცველის შეძენით რამდენიმე ესპანური და იტალიური გუნდია დაინტერესებული.

ვიინალდუმი „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.