ვიინალდუმმა „ლივერპულში“ დარჩენა გადაწყვიტა
ვიინალდუმმა „ლივერპულში“ დარჩენა გადაწყვიტა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორჯინიო ვიინალდუმი არ აპირებს კლუბის დატოვებას. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელების წინადადებით მიმართა, მაგრამ ფეხბურთელმა პაუზის აღება გადაწყვიტა.

გაზეთ „დეილი ექსპრესის“ ინფორმაციით, 30 წლის ვიინალდუმმა „ლივერპულში“ დარჩენა გადაწყვიტა. აღვნიშნავთ, რომ ნახევარმცველის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ გამოთქვამს.

მიმდინარე სეზონში ჯორჯინიო ვიინალდუმმა 23 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი