ვიეტნამის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბოლო 89 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

17:00, 30.11.2020

ვიეტნამში ბოლო 89 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული 32 წლის მამაკაცია, რომელიც ვიეტნამში იაპონიიდან დაბრუნდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვიეტნამში „კოვიდ-19“-ის 1346 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 35 ადამიანი.

მსგავსი