ვეტერანთა ბრძოლა ლას ვეგასში - 14 თებერვალს ჯიმ მილერი ბობი გრინს დაუპირისპირდება
ვეტერანთა ბრძოლა ლას ვეგასში - 14 თებერვალს ჯიმ მილერი ბობი გრინს დაუპირისპირდება

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ორი ვეტერანი, ჯიმ მილერი და ბობი გრინი ერთმანეთს 14 თებერვალს ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში UFC 258-ის ფარგლებში დაუპირისპირდება.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად MMA Junkie-იმ გაავრცელა.

ჯიმ მილერი ოქტაგონზე კარიერაში 37-ჯერ გავა. ბოლო 5 ბრძოლიდან მილერმა 3 მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა. მან კლეი გუიდასა და რუზველტ რობერტსის დამარცხება მოახერხა.

ბობი გრინმა კი უკანასკნელი 4 ბრძოლიდან 3 გამარჯვებით დაასრულა. ბოლოს მან ოქტომბერში ტიაგო მოისესთან მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო.

UFC 258-ზე მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონში ტიტულისთვის შედგება. ჩემპიონი კამარუ უსმანი თავის ყოფილ გუნდელ გილბერტ ბერნსს შეხვდება.