ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს #1TVSPORT
ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს #1TVSPORT

ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. 34 წლის ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწია პრო ლიგის დებიუტანტ კლუბ „ნეომთან“ და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

„ნეომი“ მომავალ სეზონისთვის შემადგენლობას აქტიურად აძლიერებს. ლაკაზეტთან ერთად კლუბი ჟოაო ფელიქსის დამატებასაც ცდილობს. მედიის ინფორმაციით, გუნდს, დიდი ალბათობით, კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს.

ლაკაზეტი „ლიონის“ აღზრდილია. ფრანგულ გრანდში ის 2009-2017 წლებში თამაშობდა, შემდეგ „არსენალს“ შეუერთდა, ხოლო 2022 წელს მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. საერთო ჯამში, ლაკაზეტმა „ლიონის“ მაისურით 391 მატჩში 201 გოლი გაიტანა.