ვეტერან მოფარიკავეთა საახალწლო ტურნირი
ვეტერან მოფარიკავეთა საახალწლო ტურნირი

თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, ვეტერან მოფირაკავეთა შორის ღია საახალწლო ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობაში მონაწილეობდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ვეტერანი მოფარიკავე ქალბატონები. პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები რაპირაში გამოვლინდნენ. დასკვნით ტურნირზე კი შეჯიბრება დაშნასა და ხმალში გაიმართა. ტურნირის საუკეთესოები ვეტერანთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

გამარჯვებულები – 

რაპირა

კაცებში – ირაკლი გობეჯიშვილი.

ქალები – რუსუდან ჟვანია

დაშნა

კაცები – ალექსანდრე ზახაშვილი.

ქალები – ხათუნა ჭუმბურიძე.

ხმალი

კაცები – ლევან იოსებიძე

როგორც ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვეტერან მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძემ პირველ არხს განუცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტურნირი ყოველწლიური და საერთაშორისო გახდეს.