ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 22 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 22 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქი პოდჩეტრტეკი 8-11 ივნისს ვეტერანი ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 22 სპორტსმენით გამოვა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქალი ძიუდოისტი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კონტინენტის პირველობაზე:

66 კგ: პაატა მერებაშვილი; თამაზ მჭედლიშვილი; გიორგი პაპოშვილი.

73 კგ: ხვიჩა ბალიაშვილი; ლევან ჩუბინიძე

81 კგ: დავით უძილაური; ზურაბ დოგანაძე; სანდრო იაკობაშვილი

90 კგ: ზაზა დავაძე; ზაზა მახათაძე; იოსებ მარგველაშვილი; ელგუჯა გვასალია

100 კგ: გიორგი მოდებაძე; გიორგი წოწიაშვილი; ვანო გიგილაშვილი; დევიკო გობეჯიშვილი

+100 კგ: ალექსი დავითაშვილი; დავით ლორიაშვილი; შალვა ბექაური; გია კუთხაშვილი; გეგი თამლიანი; ირაკლი ახრახაძე.

-70 კგ: მაია ტარუაშვილი.