ვესტბრუკმა ოკლაჰომას გულშემატკივრებს პირობა მისცა
ვესტბრუკმა ოკლაჰომას გულშემატკივრებს პირობა მისცა

რთულად საპოვნელია რომელიმე კალათბურთელი, რომელმაც უფრო მეტი კრიტიკა დაიმსახურა პლეიოფის პირველი რაუნდის შემდეგ, ვიდრე რას ვესტბრუკმა. მიუხედავად იმისა, რომ სერიის ხუთ შეხვედრაში რასის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები 22.8 ქულა, 10.6 პასი და 9 მოხსნა იყო, მისმა გუნდმა პორტლენდთან სერია უშანსოდ წააგო.

აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ნათამაშებ 36 წუთში რასს 4.6 დაკარგვა ჰქონდა. სამქულენი დისტანციიდან ოკლაჰომას გამთამაშებელი 32.4 პროცენტით ესვროდა, ამ ფაქტორებმა კი საბოლოოდ ხელი შეუწყო იმ შედეგს, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ.

ტრეილბლეიზერსთან ბოლო მარცხის შემდეგ, რასმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ოკლაჰომას ფანებს პირობა მისცა, რომ მომავალი სეზონიდან მისი სროლის სიზუსტე გაუმჯობესდება და ოკლაჰომა უკეთეს შედეგს აჩვენებს.