ოთხი შეხვედრა გაიმართა, დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ცენტრალური მატჩი, „ჩისპეიკ არენაზე“ შედგა, სადაც ოკლაჰომა „სითი თანდერმა“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლა. ორივ გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში, პლეი-ოფში მოხვედრას მაღალი ადგილიდან ცდილობს.
თამაში საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. მასპინძლებმა გარდამტეხ უპირატესობას ბოლო მეოთხედის სტარტზე მიაღწიეს და მეტოქეს დაწევის საშუალება აღარ მისცეს. საბოლოოდ, ბილი დონოვანის გუნდმა 123-114 გაიმარჯვა და მესამე ადგილი შეინარჩუნა. პორტლენდი მეოთხე პოზიციაზეა. გამარჯვებულებს პოლ ჯორჯმა და რასელ ვესტბრუკმა ულიდერეს. ჯორჯის ანგარიშზე 36 ქულა და 8 მოხსნა დაფიქსირდა. ვესტბრუკმა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 29 ქულა, 14 პასი და 10 მოხსნა.
ტორონტო-საკრამენტო 120-105
დალასი-კლიპერსი 106-98
ფინიქსი-მინესოტა 91-118