„ვესტ ჰემს“ ბალოტელის დამატება სურს
„ვესტ ჰემს“ ბალოტელის დამატება სურს

იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა კარიერა „ვესტ ჰემში“ გააგრძელოს, – იტყობინება „ტელეგრაფი“ (The Telegraph).

ლონდონური კლუბი შანხაიში გაყიდული არნაუტოვიჩის შემცვლელის ძიებაშია. ინგლისელებს „სელტას“ ფეხბურთელ მაქსი გომესის შეძენაც სურთ.

28 წლის ბალოტელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია. ადრე იგი „ინტერის“, „სიტის“, „მილანის“, „ლივერპულის“, „ნიცას“ და „მარსელის“ რიგებს იცავდა. „მარსელის“ შემადგენლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.