„ვესტ ჰემმა“ მესამელიგელთან წააგო და კარაბაოს თასს გამოეთიშა
„ვესტ ჰემმა“ მესამელიგელთან წააგო და კარაბაოს თასს გამოეთიშა

ინგლისის ლიგის თასზე (Carabao Cup) პრემიერლიგელმა „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ სენსაციური მარცხი იწვნია რანგით მესამე დივიზიონის მკვიდრ „ოქსფორდ იუნაიტედისგან“ და გათამაშებას გამოეთიშა. მატჩი ლონდონელებმა ანგარიშით 0:4 წააგეს, მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კი მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ოქსფორდის „კასამ სტედიუმზე“ „ვესტ ჰემი“ ამაღლებული განწყობით ჩავიდა, რადგან ცოტა ხნით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილამდე აღზევდა. მიუხედავად ამისა, კარლ რობინსონის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა უფრო სახელოვანი მეტოქე და ოთხი უპასუხი გოლი გაიტანა.

„მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა“, – განაცხადა პელეგრინიმ მატჩის შემდეგ, – „არა მხოლოდ ოთხი გოლი გავუშვით, არამედ მომენტების შექმნაც ვერ მოვახერხეთ. პასუხისმგებლობა უპირველესად მე მეკისრება, რადგან ფეხბურთელები მე შევარჩიე, შემდეგ კი მოთამაშეებს, რომლებმაც ვერ ითამაშეს“.

„ლიგა ერთში“ (League One) „ოქსფორდი“ ამჟამად მე-12 ადგილზეა.